გირაოში შეიძლება მიღებულ იქნას:
•    საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სარწყავი მიწები (სასურველია მრავალწლიანი ნარგავების ქვეშ).
•    სასოფლო სამეურნეო ან სხვა დანიშნულების ტექნიკა (ყველა სახის ტრაქტორი, კომბაინები, სათესი, საწამლი, სარწყავი, სასუქისა და ჰერბიციდების შემტანი აგრეგატები, ელექტრო გენერატორები, წისქვილის დანადგარები და სხვა ტექნოლოგიური მანქანა დანადგარები).
•    სატვირთო, მსუბუქი და სპეციალიზებული ავტოტრანსპორტი.
•    განცალკევებით მდგომი საწარმოო დანიშნულების პრივატიზებული შენობები და სხვა უძრავი ქონება.
•    ოქრო და ძვირფასეულობა.
•    ქალაქში მდებარე საცხოვრებელი ფართი.
•    საბანკო გარანტია, გაცემული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
•    მესამე პირის (როგორც ფიზიკური ისე იურიდიული)  თავდებობა.
ყველა შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გირავნობის იმ ობიექტებს, რომლებიც დაზღვეულნი არიან არანაკლებ სესხის ძირითადი თანხის ღირებულებით, სესხის ხანგრძლივობით ან უფრო მეტი ვადით.

საბეჭდი ვერსია