„ფინაგროს-ს ორგანიზაციული ისტორია სათავეს იღებს 1996 წლიდან. 1996 წლიდან 2003 წლამდე გორის, თელავის, წნორის და ზესტაფონის საკრედიტო ასოციაციები, ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია ACDI/VOCA-თან თანამშრომლობით ახორციელებდნენ მიკროსაფინანსო საქმიანობას უშუალოდ სოფლის მეურნეობით ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისათვის. აღნიშნული საკრედიტო ასოციაციების მიერ 2003 წლის ნოემბერში დაარსდა „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ (სსმგფ). ფონდს ქონდა ორი საწესდებო ამოცანა:

1. ფერმერების, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიკროსესხებით უზრუნველყოფა.

2. ფერმერთა და მცირე მეწარმეთა ტექნიკური დახმარება.

2007 წლის 16 ნოემბერს  „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა“ დაარსა სააქციო საზოგადოება „ფინაგრო“, რომლის სათაო ოფისი განთავსდა ქ. გორში და მას მთლიანად გადასცა სასესხო პორტფელი. 2007 წლის 30 ნოემბერს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე სს „ფინაგრო“ რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სარეგისტრაციო ნომრით 101107 და მიანიჭა მას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.


საბეჭდი ვერსია