საქმიანობის ამ ეტაპზე ფინაგრო გასცემს სესხებს, რეზიდენტ, როგორც ფიზიკურ ასევე იმ იურიდიულ პირებზე რომელთა საწესდებო კაპიტალში კერძო საკუთრების წილი შეადგენს არანაკლებ 90%-ს. ფინაგრო არ ითანამშრომლებს სახელმწიფო საწარმოებთან ან იმ საწარმოებთან, რომლებშიც სახელმწიფოს წილი აღემატება 10%-ს.  ასევე: საჯარო მოსამსახურეებთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის
წევრებთან, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან.
    „ფინაგრო“ გთავაზობთ, აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებს. სესხის აღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს.
    სესხები ძირითადად გაიცემა ინდივიდუალურ ფერმერებზე, ფერმერთა ჯგუფებზე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებზე, ინდივიდუალურ საწარმოებზე და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებზე. უპირატესად გაიცემა ის სესხები, რომლებიც დაკავშირებულია: მარცვლეულის, ხილის, ყურძნისა და ბოსტნეულის წარმოება-რეალიზაციასთან; მარცვლეულისა და ხილის გადამუშავებასთან; მეცხოველეობის პროდუქციის (ხორცი, რძე თევზი) წარმოება-რეალიზაციასთან; სოფლის მეურნეობის მომსახურებასთან და კვების პროდუქტების წარმოებასთან.
    სესხის ოდენობა განისაზღვრება 500-დან 50000 ლარამდე. სესხის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3-დან 36-თვემდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 18-დან 36 პროცენტამდე. კლიენტებისათვის მოქმედებს საშეღავათო პერიოდები და გადახდის მოქნილი გრაფიკი. ყველა ტიპის სესხებზე პროცენტი ირიცხება სესხის ძირითადი თანხის ნაშთზე. სესხის გაცემა ხორციელდება მარტივად 2- დან 3 დღემდე და მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნის საფუძველზე. გირაო მოითხოვება ყველა სახის სესხისათვის. მისი ოდენობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 150%-ს.

საბეჭდი ვერსია