სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინაგრო“ დაარსდა 2007 წლის ნოემბერში. მისი დამფუძნებელი და 100% აქციების მფლობელია „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ (სსმგფ). ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. გორში. აქვს ოთხი ფილიალი - თელავში, წნორში, ზესტაფონში, მარნეულში და ერთი მომსახურების ცენტრი - კასპში.
    სს მისო „ფინაგრო“-ს  ძირითადი საქმიანობაა უშუალოდ სოფლის  მეურნეობით ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების და ორგანიზაციებისათვის მიკრო სესხების მიცემა. სს მისო „ფინაგრო“  მიზნად ისახავს მცირე სესხების გაცემის გზით ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. დღეისათვის ჩვენი საქმიანობა ხორციელდება შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში და იმერეთში.
    „ფინაგრო“-ს გააჩნია დახვეწილი საკრედიტო პოლიტიკა, რომელშიც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მსესხებლების ინტერესი.
სესხები გაიცემა როგორც არსებული საქმიანობის გასაფართოებლად, ასევე ახალი საქმიანობის დასაწყებად. ფინანსდება ნებისმიერი სახის კერძო ბიზნესი (წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო).
    „ფინაგრო“ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უზრუნველყოფს თავის მსესხებლებს ინფორმაციული მხარდაჭერით.
პერიოდულად ატარებს ტრენინგ სემინარებს, რომელსაც უძღვებიან ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
    „ფინაგრო“ რეგულარულად ახორციელებს კლიენტთა მოთხოვნილებების კვლევას, ფინანსური ბაზრის ანალიზს და შესაბამისად ახდენს არსებული სასესხო პროდუქტების მოდიფიცირებას, დივერსიფიკაციას და ახალი სასესხო პროდუქტების შეთავაზებას.

საბეჭდი ვერსია