ჩვენი მისიაა:  დახვეწილი, სწრაფი საკრედიტო მომსახურების გზით ხელი შევუწყოთ საქართველოში სოფლის მეურნეობის აღორძინებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,  მთლიან შიდა პროდუქტში სამამულო წარმოების წილის ზრდას.
   ჩვენი მიზანია:  გავხდეთ, საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიაზცია, რომელიც სესხებს გასცემს უპირატესად სოფლის მეურნეობის დარგისათვის და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ყველა სასოფლო-სამეურნეო  რეგიონში. ჩვენი ამოცანაა, გამჭვირვალე საკრედიტო სისტემის შექმნის გზით, ხელმისაწვდომი გახდეს მიკრო სესხები ქართველი ფერმერებისათვის, საოჯახო მეურნეობებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული  პირებისათვის.
გვსურს, შევინარჩუნოთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი,  ვიზრუნოთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გავაგრძელოთ ძიება ახალი  შესაძლებლობებისა, რათა ვიყოთ კონკურენტუნარიანნი ბიზნესში, რომელიც ყველაზე უკეთ ვიცით.

საბეჭდი ვერსია